Wednesday, October 26, 2016

პრეზიდენტის უფლებამოსილება

პრეზიდენტის უფლებამოსილება

საქართველოს პრეზიდენტი:

არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი;
საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებას;
არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი;
წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში;
მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს;
მთავრობასთან შეთანხმებით იღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან; 
კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ-მინისტრს;
კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე;
კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს, ათავისუფლებს და გადააყენებს თანამდებობის პირებს;
კანონით დადგენილი წესით ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს;
ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს;
ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს;
ნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს;
საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს;

დინოზავრები

დინოზავრები (ლათ. Dinosauria) — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები —თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში (ქუთაისის მახლობლად). 

 

საქართველოს ჩემპიონები


დაიბადა 1926 წლის 1 აგვისტოს ქუთაისში. სპორტული ტანმოვარჯიშე. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1952, ჰელსინკი). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (1951, 54), სსრკ რვაგზის ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა (1946-55), საქართველოს (1962-65) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1965-70). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.